დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ რათა გავაუმჯობესოთ დემოკრატიული ტრადიციები, გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივ დონეზე შევქმნათ ძლიერი შესაძლებლობები ჩვენს რეგიონში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.
EECMD-ის ხუთი პრინციპი:
დემოკრატიულ ქვეყნებს სჭირდებათ დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები - ღია და გამჭვირვალე პოლიტიკური პარტიების გარეშე ნამდვილი დემოკრატია ვერ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობა და წარმომადგენლობა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ გენდერული თანასწორობისა და მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერების საკითხებზე.
დემოკრატია ეყრდნობა დემოკრატებს - ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიის ლიდერების ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობები სხვადასხვა ქალაქში პოლიტიკური განათლების მიწოდების მეშვეობით. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე და არაძალადობრივი პოლიტიკური ქმედებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე.
დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია - ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა და პოლიტიკური პარტიების რეგულაციები, რათა პოლიტიკური მისწრაფებების გამოსახატად ყველას ჰქონდეს ხმა და აუცილებელი სივრცე.
დიალოგი აძლიერებს დემოკრატიას - ჩვენ გვჯერა კონსენსუსის ძალის და ხელს ვუწყობთ მრავალპარტიულ დიალოგს იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ პოლიტიკური ტრანსფორმაციის სხვადასხვა გამოწვევას.
დემოკრატია დაუსრულებელი პროცესია - ჩვენ დაინტერესებულ მხარეებს ვუზიარებთ ინოვაციურ იდეებს და დაგროვილ ცოდნას დემოკრატიზაციის გზაზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გასაძლიერებლად.