დაბადების თარიღი/ადგილი
1978-02-27, სამტრედია
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 1989 წელს, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 1993 წელს თამაში გააგრძელა თბილისის „დინამოში“. 1998-2001 წლებში იგი კლუბ „დინამო კიევში” თამაშობდა. 2001-2010 წლებში, კახა კალაძემ სპორტული კარიერა იტალიურ საფეხბურთო კლუბ „მილანში“ გააგრძელა, ხოლო 2010-2012 წლებში ის კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა. 1996-2012 წლებში კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო. კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ასევე მიღებული აქვს ტიტულები: იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, სერია A. 2012 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“. 2008 წელს იყო „პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი”.
2011 წლიდან კახა კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კალაძე წარდგენილი იყო სამტრედიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების’’ პარტიული სიის პირველი ნომერი. 2012 წელს კოალიცია ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო კახა კალაძემ - თავის მაჟორიტარულ ოლქში.
2013 წლიდან დღემდე არის პარტია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი. 2012-2017 წლებში კახა კალაძე იყო ვიცე-პრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.