შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზაალ უდუმაშვილი

დაბადების თარიღი/ადგილი

1971-02-27, თბილისი.

 

განათლება

1988 წელს დაამთავრა თბილისის 161-ე საშუალო სკოლა. 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში, ზოოინჟინერიის ფაკულტეტზე.

 

სამუშაო გამოცდილება

1992-1998 წლებში ზაალ უდუმაშვილი იყო ტელეკომპანია „მე-2 არხი”-ს წამყვანი, ხოლო 1998-2001 წლებში ტელეკომპანია „იბერია”-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.  2001-2003 წლებში ის “პირველი არხზე“ „ალიონის“ და „მოამბის“ წამყვანად მუშაობდა. 2003-2017 წლებში ზაალ უდუმაშვილი სამაუწყებლო კომპანია” რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” წამყვანი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

 

ოჯახური მდგომარეობა

დაოჯახებული.