დაბადების თარიღი/ადგილი
1978-01-17, თბილისი.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება
ალექსანდრე ელისაშვილი 1996 წლიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას შემდეგ ორგანიზაციებში: „დილის გაზეთი“ და „მერიდიანი 44“. 1998 წლიდან იყო პროგრამა „ალიონის“ წამყვანი. მოგვიანებით, ალექსანდრე ელისაშვილი ასევე მუშაობდა სახელმწიფო რადიოს I არხის და რადიო „ორის“ საინფორმაციო პროგრამების და „პიკის საათის“ წამყვანად. გარდა ამისა, იყო რადიო „იმედის“ საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი. 2004-2007 წლებში ალექსანდრე ელისაშვილი „მეცხრე არხის“ საინფორმაციო კორესპონდენტი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იყო. 2006–2012 წლებში ის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ თავმჯდომარე გახდა. 2007–2009 წლებში ალექსანდრე ელისაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს", ხოლო 2008-2014 წლებში ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი იყო. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
2014 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 2 ოქტომბრამდე, ალექსანდრე ელისაშვილი იყო თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი წევრი.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.