კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო 1976-07-12, თბილისი განათლება სამუშაო გამოცდილება 1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კონსულტანტად, შემდგომში - სექტორის უფროსად. 1999-2001 წლებში - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანაშემწედ, განყოფილების უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2001 წლიდან, სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, დაკავებულია კერძო საადვოკატო პრაქტიკით. 2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. პრაქტიკულად, არჩევისთანავე სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა (ამავე პერიოდში საქმიანობა შეწყვიტა მისმა იურიდიულმა ფირმამაც). 2004-2008 წლებში კახა კუკავა იყო არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მათ შორის, გირგვლიანის კომისიის შესახებ, ლუსტრაციის კანონპროექტის, შევარდნაძის პერიოდში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შესახებ (ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ). 2007 წლის შემოდგომაზე არჩეულ იქნა პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური (მრავალპარტიული) ფრაქციის, „დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარედ. 2010 წელს არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად, სადაც პერიოდულად (როტაციის საფუძველზე) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობებს. 2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო". პარტიის პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. 2013 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭი იყარა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში და მიიღო ამომრჩეველთა 17,5%, დაიკავა მეორე ადგილი. ხოლო, 2016 წლის ოქტომბერში კვლავ იყარა კენჭი პარლამენტის გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად და 9,5%-ით დაიკავა მესამე ადგილი. ოჯახური მდგომარეობა ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
დაბადების თარიღი/ადგილი
კახა კუკავამ დაამთავრა 171-ე საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით).