შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე


ახალი საქართველო

 

კითხვარის სრული ვერსია


დაბადების თარიღი/ადგილი

1981-07-08, თბილისი.

 

განათლება

გიორგი ვაშაძემ 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის განხრით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2005 წელს კი დაამთავრა მაგისტრატურა ამავე სპეციალობით. 2006 წელს გაიარა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ტრეინინგ-პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 2011 წელს, გიორგი ვაშაძემ დაამთავრა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა.

 

სამუშაო გამოცდილება

2010-2012 წლის აგვისტომდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია. 2006-2012 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე. 2005-2006 სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. 2005 თბილისის ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი. 2004-2005 საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი.


ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.