დაბადების თარიღი/ადგილი
1977-12-18, თბილისი.
განათლება
1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ანდრია რაზმაძის სახელობის 25-ე ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია. 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაკროეკონომიკის განხრით, 2000 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა მაკროეკონომიკის სპეციალობით. არის ეკონომიკის მაგისტრი. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართლისმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება
თენგიზ შერგელაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში: 1999-2000 - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, პროგრამის „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა" დირექტორი; 2000-2002 - USAID, ურბანული ინსტიტუტი, „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ინიციატივა", კონსულტანტი, საკანონმდებლო საექსპერტო ჯგუფის ფასილიტატორი; 1997-2000 - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, 2000-2006 - ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2001-2004 - UNDP, WB და OSI ერთობლივი პროგრამის „ფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა" კონსულტანტი; 2002-2005 - OSGF-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ქვესაბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008 - საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი" - ექსპერტი; 2006-2009 - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი; 2002-2013 - GIPA, ლექტორი; 2009 -2010 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2010-2012 - EI-LAT, ანალიტიკოსი; 2011-2012 - საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის სოციალურ-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფების ხელმძღვანელი.
2012 - კოალიცია „ქართული ოცნების" პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი; 2012-2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს ორი შვილი.