შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

განსაკუთრებით მწვავეა რკინიგზის ზონის არეალში მოქცეულ 70-მდე ქუჩაზე არსებული მდგომარეობა. აქ სახლები განიცდის ზენორმატიულ ვიბრაციას, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც რკინიგზის ხაზიდან დაშორება 25-30 მეტრია. საცხოვრებელი შენობების მდგომარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა; ვერ და არ ხდება ავარიული შენობების გამაგრება. ამასთან, რკინიგზის გასწვრივ მოქმედებს მშენებლობის შეზღუდვის საშუალოდ 120-მეტრიანი ზოლი. ამ შემაფერხებელი ფაქტორების გამო, იქ არსებული მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ღირებულება გაუფასურებულია და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის.


რკინიგზის გადატანის შედეგად, მიმდებარე საცხოვრებელი გარემო გახდება უსაფრთხო, ჯანსაღი, ხოლო უძრავი ქონება - ინვესტორებისთვის მიმზიდველი. გაუქმდება რკინიგზის სიახლოვეს მოქმედი შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება მიმდებარე უბნების სამშენებლო განვითარება.


ქალაქის იმ უბნებში, სადაც ძირითადად ინდივიდუალური ავარიული სახლები და რთული საცხოვრებელი პირობებია (მაგალით, ნაძალადევი, სანზონა, ლოტკინი, ავჭალა, ვეძისი), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდგარი სახლების რეკონსტრუქცია და ახალი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა შესაძლებელი გახდება  მხოლოდ მერიის წერილობითი დასტურით, მსგავსად დღეს მოქმედი პირველი კლასის მშენებლობის რეგულაციისა.


ამავდროულად, “ევროპული საქართველოსაბიუჯეტო სახსრებით გააგრძელებს მწვავედ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას.