დაბადების თარიღი/ადგილი
1979-11-18, თბილისი.
განათლება
ელენე ხოშტარია 1998-2002 წლებში სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ხოლო 2002-2003 წლებში - ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება
2002 წელს გაიარა სტაჟირება ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფში“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში. 2004 წელს იყო საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (საპატრულო პოლიციის რეფორმა). ამავე წელს, ელენე ხოშტარია გახდა საერთაშორისო ურთიერთობების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2004-2006 წლებში ის იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი.
2007-2012 წლებში ელენე ხოშტარია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის, მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანადამფუძნებელი, სადაც 2012-2016 წლებში მუშაობდა. 2016 წელს ელენე ხოშტარია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა (ფრაქცია „ევროპული საქართველო“). პარლამენტში ის ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის პოზიციას იკავებს.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.