შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • თბილისში დაინერგება პარკირების გამართული სისტემა;
  • ერთიანი გეგმის შესაბამისად, განვითარდება ახალი საპარკინგე სივრცეები და მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების ინფრასტრუქტურა;
  • შეიზღუდება ტროტუარებზე პარკირება;
  • ცენტრალურ უბნებში შემოღებული იქნება საათობრივი პარკირება კომერციული ავტომობილების მფლობელებისა და გასართობი დაწესებულებების სტუმრებისათვის;
  • ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა, მომზადდება პირობები, რათა  პარკირების მენეჯმენტი განხორციელდეს უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ.

 

თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

 

  • მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას;
  • მოეწყობა გელოვანის გამზირისა და მ. მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ორკილომეტრიანი, სამზოლიანი საავტომობილო გზა;
  • აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა;
  • უნივერსიტეტი-თამარაშვილის კვანძის განსატვირთად, მდინარე ვერეზე აშენდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, აგრეთვე აშენდება ესტაკადა უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე;
  • აშენდება თამარაშვილის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის დამაკავშირებელი გვირაბი;
  • აშენდება პანდუსი გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე;
  • მოეწყობა კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე;
  • აშენდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და გვირაბი;
  • აშენდება ხიდი მტკვარზე, „დირსის" დასახლებასთან;
  • აშენდება სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ახალდაბის გზის ალტერნატიული ნაფეტვრები-ახალდაბის გზა;
  • ჩატარდება საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე;
  • მოეწყობა კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • აშენდება რუსთავის გზატკეცილიდან ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი და გზა;
  • ჩატარდება მეტეხის გვირაბის რეაბილიტაცია;
  • ჩატარდება სარაჯიშვილის გამზირზე გლდანულას ხიდების რეაბილიტაცია;
  • მოეწყობა დიდი დიღომი-წერეთლის გამზირი-მარჯანიშვილის მოედნის 14-კილომეტრიანი დერეფანი;
  • დიდი დიღომი-მეტროსადგური ,,უნივერსიტეტის" დერეფანი გადაკვეთს დიდუბეს და გაგრძელდება საბურთალოს ტერიტორიაზე ახალ სადგურამდე;
  • აშენდება საბურთალო-ვაკე-გულიას ხიდი: ეს ხაზი შექმნის ძალიან საჭირო და სწრაფ კავშირს საბურთალოსა და ვაკეს შორის.