შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ექსკლუზიური უფლებამოსილება და პრიორიტეტია. 2017 წელს დამტკიცდება საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი მუნიციპალური სტანდარტი (აღმზრდელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ინფრასტრუქტურის, კვების, ჰიგიენის, ინკლუზიისა და უსაფრთხოების სტანდარტები) და მერია ხელს შეუყობს ახალი სტანდარტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციას. დასრულდება 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა და აშენდება 20 ახალი საბავშვო ბაღი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, თბილისში დამატებით აშენდება 30-ზე მეტი სკოლა, 70-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურა კი გაუმჯობესდება. დაფუძნდება 5 ახალი მასშტაბური სპეციალიზებული სკოლა უფროსკლასელებისათვის: ევროპული სკოლა ევროკავშირის ჩართულობით, „HTH საქართველო" ამერიკული High Tech High-ის ლიცენზიით, "სახელობო" სკოლა ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელოვნებო სკოლა და STEM-სკოლა;
  • მერია უზრუნველყოფს არაფორმალური სახელოვნებო და სპორტული განათლების ხელმისაწვდომობას ნიჭიერი მოსწავლეებისათვის;
  • გაგრძელდება და დაიხვეწება მერის სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეების მხარდაჭერა და სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების თანადაფინანსება;
  • პროექტი - შემოქმედებითი თბილისი, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი საწარმოების შექმნასა და განვითარებას, ქალაქის ბრენდირებაში მეწარმეებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ჩართვას, თბილისის სუვენირების პაკეტის დახვეწას, ხელნაკეთი ნივთების წარმოებას და თბილისის ქუჩების მოდერნიზებაში ახალგაზრდების ჩართვას (განსაკუთრებული აქცენტით Street Art-ზე).