შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
ქალაქგეგმარების მსოფლიოში აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, პრიორიტეტი გახდება საფეხმავლო ზონების გაფართოება, ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეამცირებს მოძრაობის სიჩქარეს, განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც გზის მომხმარებელი მოწყვლადი ჯგუფებია (სკოლები, საცხოვრებელი ზონები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და მშენებლობის მიმდებარე ადგილები);
შეისწავლება ქალაქის ცენტრალურ უბნებში ახალი საფეხმავლო ქუჩების შექმნის შესაძლებლობა;
შემუშავდება და გატარდება არამოტორიზებული ტრანსპორტის განვითარების გეგმა და მიიღება ზომები მისი პოპულარიზაციისათვის;
შეიქმნება ახალი ველობილიკები და მოხდება მათი ინტეგრირება ერთიან საატრანსპორტო სისტემასთან;
მოეწყობა ველოსადგურები ისეთი ტიპის ობიექტებთან, როგორიცაა უნივერსიტეტები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები და სხვა.