შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა;
აღდგება და განახლდება თბილისის ტყეები;
დადგინდება თბილისში მდებარე 1,400-მდე სკვერისთვის გამწვანებისა და კეთილმოწყობის მინიმალური სტანდარტი;
განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრეს და 9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი;
გამწვანდება ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძისა და მოსკოვის გამზირები და აეროპორტის გზა. ძველი თბილისის ტერიტორიაზე საერთო მოცულობით 100 ჰა-მდე გამწვანებული სივრცე, საფეხმავლო რეკრეაციული ზონა შეიქმნება.
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.
განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია.
ქალაქში მდებარე გაზონები და ღია მიწის გრუნტი დაიფარება ბალახით;
გამგეობები უზრუნველყოფენ სახლის ეზოების გამწვანებას.