პირველ ეტაპზე, მიზანი ევროპული დედაქალაქების საშუალო მაჩვენებლებთან გატოლება, შემდეგ კი - ევროპის ყველაზე ჯანსაღ დედაქალაქებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა. ამისათვის მომზადდება შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
ჩატარდება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობისა და დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზების სიღრმისეულ კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსური სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. სამშენებლო ნებართვების გაცემისა და კოეფიციენტის მინიჭებისას, გათვალისწინებული იქნება რეკრეაციისა და გამწვანების მაღალი სტანდარტი. გარდა ამისა, დაინერგება მაღალი სტანდარტი მშენებლობის პროცესში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის;
დაინერგება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქმედითი სისტემა. დაიხვეწება ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემა;
გაიზრდება ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ქალაქის ცხოვრებაში. მუნიციპალიტეტი იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე.