თბილისის მერია ხელს შეუწყობს თბილისში კულტურული ტურიზმის განვითარებას, რისთვისაც თბილისი უმასპინძლებს მუსიკალურ, თეატრალურ და კინო ფესტივალებს.
განხორციელდება პროექტი - Tbilisi Standing Performance, რომლის ფარგლებში, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის, გაიმართება მუდმივი, ყოველდღიური წარმოდგენები ნიუ-იორკის, ვენის და სხვა დიდი ქალაქების მაგალითზე.
შეიქმნება ახალგაზრდული ცენტრები და ღია სივრცეები თბილისის ყველა რაიონში.
- ახალგაზრდულ ცენტრებში გაერთიანდება შემეცნების, დასვენების, გართობისა და მასობრივი სპორტის სივრცეები;
- ცენტრებში განთავსდება აუზი, ფიტნესდარბაზი, დარბაზები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები;
- ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა, დასვენება, კულტურულ-შემოქმედებითი საღამოების, ღია საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზება, კომერციული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
- გლდანის რაიონში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მოეწყობა კულტურულ-გასართობი ცენტრი „რადიოქალაქი", რომელიც გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ, საგამოფენო, გასართობ, რეკრეაციულ და კომერციულ სივრცეებს, კინოდარბაზებს, საბავშვო სათამაშო მოედნებს და მედიათეკას.