შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • დამტკიცდება თბილისის განვითარების გენერალური გეგმა;
  • გამკაცრდება ურბანული განვითარების მართვის პროცესი;
  • გამკაცრდება კონტროლი მშენებლობის სტანდარტების იმპლემენტაციაზე;
  • განხორციელდება სოციალურ საცხოვრისზე ორიენტირებული პროექტები;
  • შემუშავდება ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას და ახალი უბნების განვითარებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას;
  • უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ღამის საათებში, შეიქმნება ღამის ტურისტული მარშრუტები, მათ შორის, მტკვარზე განვითარდება სატრანსპორტო საშუალებები;
  • გაუმჯობესდება ქალაქის გარე განათების სისტემა;
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, 20-29 წლის და 50 წელზე უფროსი მოქალაქეების, შშმ პირების, შშმ ბავშვების მშობლებისა და პრობაციონერთა სწავლებასა და დასაქმებას.