შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • მოხდება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირება და რესურსების  გაუმჯობესება. განახლდება ავტოპარკი 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით. 100-მდე ავტომობილი აღიჭურვება პორტატული კომპიუტერებითა და ახალი საკომუნიკაციო სისტემებით. გამოძახებების გაფილტვრისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 112-თან თანამრომლობით, დაინერგება დისპეტჩერიზაციის ახალი პროტოკოლები;

  • გაგრძელდება თბილისის რაიონული გამგეობების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დახმარება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსებისათვის;

  • გაგრძელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციური თერაპიის პროგრამა, რომელშიც 700 ბავშვია ჩართული;

  • გაგრძელდება C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის პროგრამების დაფინანსება, რომლითაც დღემდე უკვე 20,000-მდე პაციენტმა ისარგებლა;

  • გაგრძელდება ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის 200,000 ლარამდე ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა, რომლითაც გასული 3 წლის მანძილზე 60-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა;

  • გაგრძელდება სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების განსაკუთრებით ძვირადღირებული მედიკამენტით - ჰერცეპტინით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლითაც 2016-17 წლებში უკვე 248 პაციენტმა ისარგებლა;

  • გაგრძელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციისა და აქტიური (ასერტული) მკურნალობისთვის;

  • გაგრძელდება დახმარება ყოველთვიურად, საშუალოდ, 3,000-3,500 პენსიონერის, შშმ პირის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრის, ომის ვეტერანის და სოციალურად დაუცველი პაციენტის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად;

  • საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ და კერძო სექტორთან, თანამშრომლობით გაუმჯობესდება ინდივიდუალური ძვირადღირებული მკურნალობის ხელმისაწვდომობა თბილისის მოქალაქეებისათვის. პრიორიტეტი მიენიჭება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების უკეთეს ხელმისაწვდომობას, იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისა და უფროსი ასაკის პაციენტების, ორგანოთა ტრანსპლანტაციისა და ენდოპროტეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის შესაძლო თანადაფინანსების პროექტების შემუშავებასა და დანერგვას;

  • დონორ ორგანიზაციებთან თანანამშრომლობით თბილისში გაფართოვდება პაციენტთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისები;

  • მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება გადავა სრულად ელექტრონულ მართვაზე, რითაც გამრტივდება პროცედურები, შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დრო.