თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალურ დახმარებას შემდეგი პროგრამების გაგრძელებით:
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამის დაფინანსება;
სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარის დახმარების პროგრამა;
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ახალშობილებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა - ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილზე 800 ლარს, მეოთხეზე - 1,000 ლარს, მეხუთე და შემდეგ ახალშობილზე კი - 1,500 ლარს მიიღებს;
საკურორტო-გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკებში 10-დან 16 წლამდე ბავშვების დასვენების პროგრამა;
100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსება არაფორმალური განათლების ცენტრებში;
ვეტერანთა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახების დახმარების პროგრამა;
მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაფინანსება;
სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება; (ბავშვთა მიტოვების პრევენციის ხელშეწყობასა და სოციალურად დაუცველი დედებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას ითვალისწინებს;
შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, საწოლს ან სახლს მიჯაჭვულ პირებზე ვრცელდება;
კომუნალური სუბსიდირების პროგრამა, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვრცელდება;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფას, მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინების დაკანონებას;
ერთჯერადი ფულადი დახმარება თბილისში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ ვადამდე, სესხით შეიძინეს საცხოვრებელი ბინები. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში და შესაბამისი კრიტერიუმებით, განხორციელდება დევნილთა ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
დანგრეული სახლების საკომპენსაციო თანხებით და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება;
მუნიციპალიტეტი იზრუნებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკითხის მოწესრიგებაზე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;
კერძო სექტორთან და საერთაშორისო დონორთან თანამშრომლობით, თბილისის მერია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას.