შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • თბილისის მერია შეიმუშავებს ქალაქის ქმედით ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც დაეფუძნება მუნიციპალური განვითარების გეგმას;
  • შემუშავდება და განხორციელდება ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა;
  • დაიგეგმება და განხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტები;
  • მოწესრიგდება სავაჭრო სივრცეები;
  • შემუშავდება და განხორციელდება ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების სტრატეგია;
  • გააქტიურდება თანამშრომლობა პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან;
  • ამოქმედდება საგრანტო პროგრამები მცირე და საშუალო მეწარმეობის, თვითდასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშესაწყობად;
  • მერია ყოველწლიურად დააფინანსებს 5,000 ადამიანისათვის პროფესიული და უწყვეტი სწავლების კურსებს ქალაქში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში, მათი კვალიფიკაციისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.