შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე
  • უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა, როგორც საკუთარი შემოსავლების, ისე სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე და ქალაქის ბიუჯეტი, პირველად მის ისტორიაში, 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს;
  • სიღრმისეული გათვლების საფუძველზე, გადაისინჯება ქალაქის საბიუჯეტო პრიორიტეტები და შემუშავდება მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგია;
  • თბილისში შეიქმნება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მოდელი. კერძოდ, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის შესაბამისად, განისაზღვრება ხარჯთაღრიცხვა თითოეული უბნისთვის, რომლის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ უბნის მოსახლეობა მიიღებს. აღნიშნული სახსრები, არსებითად, მიმართული იქნება უბნის კეთილმოწყობასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. უზრუნველყოფილი იქნება გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია მერიის შესაბამისი რგოლის მიერ.
  • დამატებით, შეიქმნება ინოვაციური ონლაინ პლატფორმები მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის წასახალისებლად, მათ შორის, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო პეტიციების შესატანად და ა.შ.