შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე

თბილისისა და მისი თითოეული რაიონის, უბნის ეფექტიანი და თანაბარი განვითარება და თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა ქალაქის განვითარების კომპლექსური ხედვის არსებობას საჭიროებს. ამისათვის, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მხარდაჭერით, შეიმუშავა სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული თბილისის განვითარების შვიდპუნქტიანი გეგმა - „სიცოცხლით სავსე ქალაქის პროგრამა". აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებია:

  • დედაქალაქის ურბანული განვითარების პროცესის მართვა;
  • სატრანსპორტო სფეროს ეფექტური რეგულირება;
  • ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • დედაქალაქის ეკონომიკური განვითარება;
  • განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება;
  • სოციალური პროგრამების განვითარება და ეფექტური მართვა;
  • დედაქალაქის მმართველობის გაუმჯობესება.