შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზაალ უდუმაშვილი

შემოვლითი რკინიგზა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქალაქს. პირველ რიგში, რკინიგზის გადატანის შედეგად შესაძლებელი გახდება ახალი, სწრაფი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქალაქს საცობებისგან განტვირთავს. მეორე - გამოთავისუფლებულ, 10 კილომეტრიან ზოლზე ახალი რეკრეაციული და მწვანე სივრცეები მოეწყობა. მესამე - ახალი ეკონომიკური ზონები შეიქმნება, რომელიც თბილისელების დასაქმებას შეუწყობს ხელს.