სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარება მოითხოვს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობას, ბავშვი რომელიმე სპორტულ წრეზე სახლთან ახლოს ატაროს. საჭიროა ახალი სტადიონები, ასევე უკვე არსებული სტადიონებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ეს ნიშნავს ქალაქისთვის მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაფინასებას. მნიშვნელოვანია ახალი ველობილიკებისა და ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც. შესაძლებელია ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარება.