თბილისის ისტორიული ნაწილის იერსახის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვიზრუნებთ, რომ დედაქალაქის ისტორიულ უბნებში მრავალსართულიანი ნაგებობები აღარ აშენდეს. ვიმუშავებთ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციისა და რეაბილიტაციის პროექტებზე. ისტორიულ უბნებში უნდა განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამის გარდა, აუცილებელია შეიქმნას საზოგადოებრივი ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი.