ავარიული კორპუსების და სახლების რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს გამოვყოფთ. მოხდება ავარიული შენობების გამაგრება და სადარბაზოების, ლიფტებისა და სახურავების შეკეთება. ასევე ვაპირებთ ინვესტორების შემოყვანას, რომ შესაძლებელი გახდეს ავარიული შენობებისა და ამორტიზირებული კორპუსების ეტაპობრივი ჩანაცვლება. რაც შეეხება ისტორიულ უბნებს, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისა და ექსპერტების ჩართვის შედეგად, ბევრ ქუჩას, მოედანსა და ეზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.