კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა და კრიმინალის პრევენცია მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საქმე არ არის. აუცილებელია მუნიციპალიტეტმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში. პირველ რიგში, ეს ნიშნავს უსაფრთხო, მოწესრიგებულ ქუჩებს, განათებულ ქალაქს, ასევე დაცულ პარკებსა და სკვერებს. ამის გარდა, საჭიროა მუნიციპალური კამერების დამონტაჟებაც.