დღეს თბილისში მიუსაფარი მოსახლეებისათვის მუნიციპალური თავშესაფარი არასაკმარისია. ჩვენ ვიმუშავებთ შესაბამის ორგანიზაციებთან, რომ ის პროექტები, მაგალითად, რომელიც შვეიცარიის მთავრობის დახმარებით მსგავსი სახლების მშენებლობას ეხებოდა, განხორციელდეს.
მუნიციპალური სახლები, სადაც უსახლკარო მოქალაქეებს აბინავებდნენ, უნდა იყოს სრულყოფილი. შესაბამისად გვსურს, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მსგავსი პროექტების განხორციელება და ახლის გაშენება.
ასევე ვგეგმავთ შევისწავლოთ, გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს მიუსაფარი მოსახლეობისათვის ქირის გადახდა უფრო იაფი უჯდება თუ უმჯობესია აშენდეს კონკრეტული საცხოვრებელი სახლი და ადამიანები, რომელთაც ამის საჭიროება უდგათ, იქ დაბინავდნენ.