მოეწყობა რეკრეაციული ზონები, ბაღები და სკვერები, მოხდება უკვე არსებულის მოწესრიგება და რეაბილიტაცია;
ყურადღება მიექცევა ქალაქის დასუფთავებას და ქალაქის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. ასევე მოხდება წყლების დაბინძურების კონტროლი. აუცილებელია მდინარეების კალაპოტის დასუფთავებაც;
გამკაცრდება რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებებზე, მოძველებული მუნიციპალური ავტოპარკი ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. დაინერგება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სისტემა.