ვაპირებთ, მოძველებული მუნიციპალური ავტოპარკი ჩავანაცვლოთ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ავტობუსებით. ასევე ვგეგმავთ მეტრო სადგურების მოდერნიზაციას და მოქმედი შემადგენლობის განახლებას. მეტროს სისტემაში ახალი ვაგონების შემოყვანას და დამატებას, რადგანაც ქალაქში მოძრაობის ინტენსივობა შემცირდეს და პიკის საათებში გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას. ასევე მეტროსადგურების ამოსასვლელების და დამატებით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, განვითარებასა და გახსნას;
თბილისში აუცილებელია საბაგიროს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც. იგი არ უნდა იყოს მხოლოდ ტურისტული უბნების მონახულების ფუნქციის მატარებელი;
საჭიროა შემოერთებულ სოფლებში ახალი სამარშუტო ხაზების დანიშვნა და არსებული ავტობუსების რაოდენობის და პერიოდულობის გაზრდაც. რა თქმა უნდა, ტრანსპორტი აუცილებლად სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის;
აშენდება ტრამვაის ხაზი ქალაქის ზოგიერთ რაიონში, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას.