პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. მეორე - მიწისქვეშა და მიწისზედა თანამედროვე გადასასვლელების მშენებლობას. ასევე ქალაქში მოვაწესრიგებთ სხვა საგზაო ინფრასტუქტურას, რომელიც ადაპტირებული იქნება, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად ვაპირებთ შესაბამისი კამპანიების წარმოებას.