ჩვენი მოსახლეობისთვის უკეთესი საბინადრო პირობების შექმნა ყველა უბნის თანაბარ განვითარებას ნიშნავს. ადამიანებს კონკრეტული სერვისის მომსახურების მისაღებად თავიანთი უბნიდან შორს წასვლა არ უნდა უწევდეთ. ყველა რაიონში შესაბამისი მიზიდულობის ცენტრი უნდა შეიქმნას, როგორც კომერციული, ასევე სპორტული, კულტურული თუ სხვა მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ უბნებში, საცხოვრებელ კორპუსებში შევქმნათ შესაბამისი მოწესრიგებული გარემო, კომფორტული ეზოები, სკვერები, ბაღები. სწორედ ეს ნიშნავს მოწესრიგებულ კომუნალურ ინფრასტრუქტურას კორპუსებში.