ზოგიერთ მოქალაქეს 100 ლარიან დახმარებაზე უარს ეუბნებიან, ხოლო ზოგს კი მერიის სადაზღვევო ფონდიდან 160,000 ლარიან დახმარებას უწევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ახლობელია. სწორედ ამიტომ, უზრუნველვყოფთ დაფინანსების გამჭირვალე და სამართლიანი სისტემის დანერგვას.
ძირითადი აქცენტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე გაკეთდება. იმ ფონზე, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ არის, ამ ოჯახებს მხარში მერია უნდა დაუდგეს. მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა და პირველადი გამოკვლევების თანადაფინანსება.
ასევე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით შემოვიყვანთ 100 ახალ სასწრაფო დახმარების მანქანას და ავაშენებთ 10 ახალ სადგურს.