სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს გამჭირვალე და სამართლიანი - თითოეულ ადამიანს მერიის ხელთ არსებული შესაბამისი რესურსით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა მიეცემა. დაფინანსება კონკრეტული მაღალჩინოსნის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მნიშვნელოვანია არსებული პროგრამების განვითარება და ახალი პროგრამების დამატება.