თბილისი უნდა ვაქციოთ უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქად. შესაბამისად, ვგეგმავთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას. კომფორტული გარემო უკვე ნიშნავს ბიზნესის სტიმულირებას, რაც ახალ, ეკონომიკურად აქტიურ ზონებს, ინვესტორების წახალისებას და სპეციალური საინვესტიციო პროექტების შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევიმუშაოთ ახალი საინვესტიციო პროექტები. ერთ-ერთი ასეთი პროექტია შემოვლითი რკინიგზის ადგილის განვითარებისა და დასაქმების ახალ ზონად გარდაქმნა. გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ვგეგმავთ მაგისტრალური ზონის განვითარებას, დაინტერესებული პირებისათვის უფასო პროექტების შეთავაზებას მცირე ბიზნესის წამოსაწყებად და აღნიშნულ ზოლზე ქონების გადასახადის გაუქმებას სამი წლის ვადით.