ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები შემდეგია:
ქალაქი ურბანული თვალსაზრისით სწორად უნდა განვითარდეს. ურბანული განვითარება კი ნიშნავს გამართულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ გზებს, მოწესრიგებულ საპარკინგე სისტემას;
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია გამწვანება, გარემოს დაცვა და გაუმჯობესებული საბინადრო პირობები. ამ მიზნით ჩვენ ვგეგმავთ მეტი რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რაც გულისხმობს ახალ პარკებს, სკვერებსა და მწვანე სივრცეებს. ქალაქის განვითარების ჩვენი პროგრამა ასევე ითვალისწინებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლება-რეაბილიტაციას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფას და სხვას;
ჩვენთვის პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული და სხვა მუნიციპალური პროექტების განხორციელება მოქალაქეთა დასაქმებისათვის; აუცილებელია ბიზნესის და მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ეკონომიკური აქტივობის ახალი ზონების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;
ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვა და თითოეული მოქალაქისათვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე, გაუმჯობესებული სოციალური პროგრამები, განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა, კულტურული და სპორტული ცხოვრების გაუმჯობესება;