ჩვენი გუნდის გეგმით, მშობლებს, ბავშვის მუნიციპალურ ბაღში მისაყვანად, აღარ დასჭირდებათ ჩაწყობა და რეგისტრაციაზე ღამეების თენება, ხოლო კერძო ბაღები, აღარ იქნება ფუფუნების საგანი. ყველა ოჯახი თითო ბავშვზე მიიღებს 2,100 ლარიან, ხოლო ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი თითო ბავშვზე 3,500 ლარიან ვაუჩერს. აქედან გამომდინარე, მშობლები თავად აირჩევენ მუნიციპალურ ბაღში ატარონ საკუთარი შვილი თუ კერძოში.