შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალექსანდრე ელისაშვილი

ჩემი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 100,000 მანქანით ნაკლებმა იმოძრაოს   თბილისის ქუჩებში. უნდა შეიცვალოს ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის არეალები. უნდა განვითარდეს ძირითადი, პრიორიტეტული ხაზები სადაც მხოლოდ დიდი, მოცულობითი ტევადობის მქონე ავტობუსები  ივლიან, ხოლო სამარშრუტო ტაქსი, პირველ ეტაპზე, უნდა გადავიდეს პერიფერიაში, რათა შემდეგ თანდათანობით მოხდეს მათი ჩანაცვლება.


მანქანების გაზრდილი რაოდენობა იწვევს პარკინგის პრობლემას, რის გამოც აღარ არსებობს ტროტუარები. ტროტუარები, კი CT Park-ის მიერ დახაზული პარკინგის არეალებად იქცა. აუცილებელია, CT Park-თან ხელშეკრულების გაწყვეტა. უნდა გამოცხადდეს ღია, საერთაშორისო ტენდერი და შეირჩეს ნორმალური კომპანია, რომელსაც მთავარი პირობა ექნება პარკინგის და მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურის შექმნა. აუცილებელია, რომ პრობლემურ რაიონებში 500-დან 700 მეტრის რადიუსში იყოს ერთი პარკინგის ადგილი.