შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისს აქვს 1,800 ჰექტარი რეკრეაციული ზონის რესურსი. ეს არის მიტოვებული ქარხნები და სამხედრო ტერიტორიები (ელმავალმშენებელი, თემქის საპარკო ზონა, ვერეს საპარკო ზონა, ელექტროდეპო). გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი გუნდის გეგმით ამ ტერიტორიებზე  გაშენდება რეკრეაციული ზონები. პირველ ეტაპზე მოხდება 900 ჰექტარის ათვისება, რაც მწვანე საფარის რაოდენობას ერთ სულ მოსახლეზე ოთხჯერ გაზრდის.