შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალექსანდრე ელისაშვილი
  • ჯანსაღი ხეების მოჭრა აიკრძალება და მკაცრად გაკონტროლდება;

  • მოხდება პარკებისა და სკვერების ინვენტარიზაცია. დადგინდება წითელი ხაზები;

  • არსებული სარეკრეციო სივრცეების რაოდენობა გაოთხმაგდება, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს არსებული 3 კვ.მ მწვანე საფარი ერთ სულ მოსახლეზე შეიცვლება და იქნება 12 კვ.მ. შესაბამისად, არსებული 300 ჰექტარი გამწვანება გაიზრდება ჯამში 1,200 ჰექტრამდე;

  • თბილისის ტერიტორიაზე მიმოფანტული ძველი ნაგებობები (ქარხნები, ნანგრევები) ქალაქის ფრაგმენტიზაციას ახდენს და შეადგენს დაახლოებით 1,800 ჰექტარს. აღნიშნული ტერიტორიის ნახევარი, კერძოდ 900 ჰექტარი, კეთილმოეწყობა როგორც სარეკრეაციო ზონა;

  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  სრულყოფილად გაიწმინდება მდინარე მტკვარი;
  • მოხდება მცირე მდინარეების კალაპოტების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის ცირკულაციას და გაწმენდას;
  • განხორციელდება მშენებლობების კონტროლი ჰაერის დაბინძურების კუთხით, ამავე პროექტით გამკაცრდება სამშენებლო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი ჰაერის დაბიძურების კუთხით;

  • მოხდება დენდროლოგიური გეგმის შედგენა, უახლესი 20 წლის განმავლობაში ურბანული ხეების სახეობების განსაზღვრით.