შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის ბიუჯეტში არის უზარმაზარი რესურსი. ეკონომიკური ზრდის მეშვეობით, 4 წლის განმავლობაში ქალაქს შემოსავლის გაზრდის რესურსი აქვს. 2014 წლიდან 2017 წლამდე  თბილისის ბიუჯეტი 322 მილიონით გაიზარდა იმ ფონზე, როცა ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3,5% იყო. ეკონომიკური ზრდა ავტომატურად ზრდის ქალაქის ბიუჯეტსაც, რადგან ტრანსფერის მოცულობაც იზრდება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე პესიმისტური პროგნოზით 4,5% უნდა იყოს ზრდა, შესაბამისად, ჯამში (მინიმუმ) 500 მილიონამდე უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი. ამასთან ერთად, მხოლოდ ბიუროკრატიის ხარჯის შემცირებით იგეგმება 75 მილიონის დაზოგვა. ეს 4 წელიწადში 700-800 მილიონი ლარით მეტ თანხას შეადგენს. სოციალური პროგრამებისთვის, 900 ჰექტარი ბრაუნფილდების გამწვანებისთვის, ბაღების ვაუჩერიზაციისათვის, მდინარეების გახსნისთვის თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის ეს თანხა აბსოლუტურად საკმარისია.