შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კუკავა

ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებაში, ასევე მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებზე მოეწყობა პანდუსები შშმ პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. ყველა შუქნიშანი აღიჭურვება ხმოვანი სიგნალით, რათა უსინათლო მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეძლონ ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობა. ახალ მშენებლობებზე ნებართვის გაცემისას ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება შშმ პირთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტით გათვალისწინება.