რეგიონულ ცენტრებში არსებული დეპრესიული მდგომარეობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თბილისზეც. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ დედაქალაქის დეურბანიზაციას, კონკრეტულად: ადმინისტრაციული დაწესებულებებისგან ქალაქის განტვირთვას და ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას. თბილისის დეურბანიზაცია, ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სხვა ქალაქების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ დედაქალაქს განტვირთვას და ეკონომიკურად განავითარებს.