შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კუკავა
  • შეჩერდება ვალაუვალი მოქალაქეების გამოსახლება საცხოვრებელი ფართებიდან. მუნიციპალური ბიუჯეტის კორექტირების შედეგად მიღებული სახსრებით შეიქმნება რესტრუქტურიზაციის ფონდი, რომელიც შეისყიდის აუქციონზე გამოტანილ უძრავ ქონებას, გამოსყიდვის უფლებით გადასცემს მოვალეს და დაუწესებს 10 წლიან უპროცენტო გადახდის გრაფიკს. გაიზრდება ჯანდაცვისა და უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ხარჯები.

  • თვითმმართველობის სოციალური სამსახურები გადაამოწმებენ თუ რამდენად სამართლიანად მიენიჭებათ ქულები სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სააგენტოს მიერ. 

  • მოეწყობა სოციალური სახლები უსახლკაროებისთვის, დევნილებს დაუკანონდებათ მიწის ნაკვეთები.

  • თვითმმართველობა ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს უსასყიდლოდ გადასცემს საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში.

  • საწვავი და მედიკამენტები გაიყიდება რეალურ საბაზრო ფასებში, რაც ზოგიერთ ფართო მოხმარების პრეპარატზე გამოიწვევს ფასის 80%-ით შემცირებას. თვითმმართველობა მოიწვევს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს, რომელიც შეამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფი რეალურ თვითღირებულებას.

  • მეტროთი მგზავრობა ყველა სოციალურად დაუცველისთვის იქნება უფასო.