შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კუკავა

ჩვენი პროგრამის მიხედვით, არ იგეგმება ახალი მოსაკრებლების დაწესება. პროგრამა ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ეფექტურ მართვაზე, რაც გულისხმობს დღეს არსებული, გაუმართლებელად მაღალი ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას. მაგალითისთვის, ამჟამინდელი მმართველობის პირობებში თბილისის მერიის მოხელეთა ხელფასებზე გაწეული ხარჯი 44 მლნ ლარიდან (2014 წელი) გაიზარდა 86 მლნ ლარამდე (2017 წელი). ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს ისეთ არაპრიორიტეტულ პროექტებს, როგორიცაა „იურიდიული კლინიკა", „ვერტიკალური ბაღები", „უწყვეტი განათლების სისტემის განვითრებისთვის" ტრეინინგების და კვლევების მოწყობა და სხვ. ჩვენი ბლოკი გეგმავს მერიის ბიუჯეტის პრიორიტეტების ოპტიმიზაციას. აღნიშნული პირველ ეტაპზე გამოიწვევს 50 მლნ ლარის გამოთავისუფლებას, რაც მიმართული იქნება სოციალური პროექტების დაფინანსებისკენ და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისკენ.