შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი ვაშაძე

IV ინდუსტრიული რევოლუცია ახალ ეკონომიკურ სტიმულებს აჩენს. სამწუხაროდ, თბილისი არ არის მომხიბვლელი ბიზნესის საწარმოებლად. საქართველო უნდა გახდეს გლობალური ბლოკჩეინ ეკონომიკის ლიდერი, შესაბამისი რეგულაციების შექმნითა და მისი ბლოკჩეინ-მენეჯმენტზე ტრანსფორმაციის გზით.


ამ მიმართულებით განხორციელდება შემდეგი ინიციატივები:

  • eCard Tbilisi - ციფრული ID/ლოიალობის ბარათი ტურისტებისათვის;

  • ყველაზე მარტივი პროცედურები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თბილისში ბიზნესის დასარეგისტრირებლად;

  • ყველა კომპანიის მფლობელი მიიღებს ბიზნეს ბარათს, რითაც შეძლებს კომპანიის სრულად მართვას, ბანკში ანგარიშის გახსნას და ფინანსური აქტივების მართვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;

  • საგადასახადო გარემო მოერგება ასეთი ტიპის ბიზნესების საჭიროებებს;

  • ყველა სერვისი განხორციელდება კერძო კომპანიების მეშვეობით;

  • ბლოკჩეინ-ეკონომიკის ლეგალიზაცია.