თბილისმა, როგორც ინოვაციების, "ცოდნის ქალაქმა" უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების კონკურენტუნარიანობა, ასევე, ცოდნაზე დაფუძნებული ბიზნესების ხელშემწყობი კლიმატის შექმნა. ინფორმაციული საზოგადოების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებაზე ორიენტირებული, უწყვეტი განათლების მექანიზმების განვითარება. მოსწავლე - მასწავლებლები - მშობელი, სტუდენტი - ლექტორი/მკვლევარი - ბიზნესი თანამშრომლობისა და განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა.
"ცოდნის ეკონომიკა" ითხოვს თანამედროვე, XXI საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას. არსებული განათლების სისტემა, ისევე როგორც კვლევითი ცენტრები თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიუხედავად მკვეთრად ჩამორჩება თანამედროვე მოთხოვნებს. განათლებისა და მეცნიერების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს IV ინდუსტრიული რევოლუციის კომპეტენციების განვითარებას. თბილისმა უნდა დაიბრუნოს ისტორიულად არსებული ინტელექტუალური ცენტრის ფუნქცია. ამ მიმართულებით, განხორციელდება შემდეგიინიციატივები: