შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი ვაშაძე

ლიდერობა თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია საერთაშორისო ფუნქციის გარეშე. სამწუხაროდ, თბილისმა დაკარგა ისტორიულად არსებული კულტურული და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. თბილისმა უნდა დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია - კულტურული ცენტრის, ცივილიზაციათა გამაერთიანებლის როლი. ამ მიმართულებით, განხორციელდება შემდეგი ინიციატივები:

  • კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ჩვენი დღევანდელობა და მომავლის საფუძველი;
  • თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (ბიენალე, გამოფენები, კონცერტები);
  • მრავალფეროვნება და კულტურათა დიალოგი;
  • ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის;
  • ევროპაში ყველაზე ბევრი საფეხმავლო ქუჩა ძველ ქალაქში.