შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი ვაშაძე

თბილისის ცენტრალური უბნები გადატვირთულია საცხოვრებელი და ბიზნეს ფუნქციებით, მაშინ როდესაც პერიფერიები ჯერაც ასათვისებელია. ამის გამოსასწორებელად, თბილისის ზღვასა და აეროპორტს შორის შეიქმნება მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ქალაქი - ნიუ-სითი ახალი ოფისებითა და სამუშაო ადგილებით. აშენდება კრიპტო-ინვესტიციების გზით, რაც შექმნის ბაზისს მოქალაქეებისათვის შემოსავლების ზრდისა და თბილისის ლიდერთა შორის დამკვიდრებისთვის. ამ მიზნით, მოხდება:

  • შესაბამისი საინვესტიციო პაკეტის შექმნა;

  • თბილისის თითოეულ მაცხოვრებელს დაურიგდება ბლოქჩეინ ქალაქის კრიპტო აქცია;

  • ბლოკჩეინ ქალაქის დანარჩენი აქციები გატანილი იქნება ICO-ზე, რითიც მოხდება საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა. კრიპტო-აქციები საშუალებას მისცემს მათ ფლობელებს მიიღონ შემოსავალი იჯარიდან და სხვა კომერციული პროექტებიდან, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელედება;
  • ბლოკჩეინ ქალაქი თბილისი იმუშავებს სრულად მზის ენერგიაზე;
  • ბლოკჩეინ-თბილისში იქნება მხოლოდ ელექტრო ტრანპორტი და იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი რეგიონში;

  • ყველა პროცედურა/სერვისი და უსაფრთხოების სისტემები იქნება სრულად ავტომატიზირებული და ონლაინ-ხელმისაწვდომი.