შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი ვაშაძე

XXI საუკუნის ეკონომიკა წარმოუდგენელია ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების გარეშე. ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას გასცდე ქალაქისა თუ ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს და საკუთარი პროდუქტი მსოფლიოს შესთავაზო. მცირე მოსახლეობისა და დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე ქვეყნების ეკონომიკებისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი საერთაშორისო პროექტები. თბილისი უნდა იქცეს ინოვაციური სტარტაპების ჰაბად. ამ მიზნით, ქალაქის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო სტარტაპ ფონდების თანამშრომლობით გაიმართება ყოველწლიური ფორუმი ინოვაციური პროექტების გამოსავლენად.