თბილისი უნდა უზრუნველყოფდეს კომფორტსა და უსაფრთხოებას, როგორც საკუთარი მოქალაქეებისათვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის. ეს ნიშნავს:
- კომფორტული და მოქალაქეზე ორიენტირებული ახალი ტიპის საჯარო სერვისები და ქალაქის მენეჯმენტი
- კომფორტული და დაცული საცხოვრებელი გარემო, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა/ტრანსპორტი და კრიზისების/კატასტროფების მართვის თანამედროვე სისტემა
- კულტურით გამდიდრებული და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო დასვენებისა და გართობისათვის
- ხარისხიანი ჯანდაცვის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოლიდარობის მექანიზმები
- თბილისის უბნების ფუნქციური რეინტეგრაცია და მათთვის თანაბარი განვითარების პირობების უზრუნველყოფა
თბილისი უნდა იყოს ეკონომიკური, კულტურული, ინოვაციური და სატრანსპორტო გლობალური სმარტ-ჰაბი:
- ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს კულტურისა და განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის, ასევე, სპორტისა და ტურიზმის სფეროში საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებს მთელი წლის მანძილზე.
- საერთაშორისო ბიზნესის მოზიდვის მიზნით კომპანიის რეგისტრაციისა და ადმინისტრირების სმარტ-სერვისების განვითარება.
- თბილისმა, როგორც გლობალურმა ლიდერმა უნდა უზრუნველყოს ბლოკჩეინ-ეკონომიკისა და კაპიტალის მოზიდვის მიზნით, რეგულაციების დონეზე შესაბამისი შესაძლებლობებისა და სტიმულების შექმნა.
- ქალაქის საინვესტიციო ბიუჯეტის და მოქალაქეთა შემოსავლების გასამმაგება მეგა-პროექტების შექმნისა და მათი ICO მექანიზმებით კრიპტო-ინვესტიციების მოზიდვით.
- ახალი უბანი ლილოს დასახლებაში - პირველი ბლოკჩეინ-ქალაქი მსოფლიოში.